ინტელის ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიან ბევრი. მიუხედავად იმისა, აქტიურად ვესწრები სხვადასხვა ტრენინგს, ვცდილობ არ ჩამოვრჩე სიახლეებს და ფეხი ავუწყო თანამედროვეობას, ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე, ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა. მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დამეხმარება მომავალში უფრო სრულყოფილი პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში.
გამოცდილება მართლაც რომ ფასდაუდებელი აღმოჩნდა ჩემთვის. კურსი იყო მთლიანად ორიენტირებული მასწავლებელთა დახელოვნებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორცი ელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
ტრენინგის ეს მოდული იყო ნაყოფიერი, დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით, რომლის დაძლევაშიც დიდ დახმარებას გვიწევდა ჩვენი ტრენერი ირინა
მარკოზაშვილი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ამ დიდი თანადგომისა და დახმარებისათვის.
ჩემს კოლეგებს ვუსურვებ წარმატებებს!
ჩემს კოლეგებს ვუსურვებ წარმატებებს!